თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 933 შემთხვევა დადასტურდა, 21 კი - დაიღუპა

17 Jul 2020 12:14

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 933 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 კი -დაიღუპა. 


ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19″-ით ინფიცირების 216 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, მსხვერპლთა საერთო რიცხვმა კი 5 440-ს მიაღწია. 


გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსი 1080-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან 198 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.




კომენტარები:

ფართი შოპი