თამარ გაბუნია: სასწავლო პროცესი შესაძლოა, შერეული მოდელით განახლდეს

17 Jul 2020 12:20

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, შერეული სწავლების მოდელით განახლდება, რომელიც როგორც უშუალოდ სკოლაში სიარულს, ასევე ონლაინ სწავლებას მოიცავს.


"დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, იმის საფუძველი, რომ ჩვენ სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკებზე ვიფიქროთ, არ არსებობს, თუმცა მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო. რეკომენდაციები დასრულდება ამ დღეებში და გამოქვეყნდება სკოლებთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ სწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას ითვალისწინებს. ამდენად ამ ორი მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება,“ - განაცხადა გაბუნიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი