ილჰამ ალიევი: ჩვენი დიპლომატია შეტევითი ხასიათის უნდა იყოს

17 Jul 2020 12:46

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ვიდეო ფორმატში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატია შეტევითი ხასიათის უნდა იყოს.


„ჩვენი დიპლომატია შეტევითი ხასიათის უნდა იყოს, ეს აუცილებელია ეროვნული ინტერესების დასაცავად. თუმცა ჩვენ ხშირად საპირისპიროს ვხედავთ. ვხედავთ, რომ ის შერიგების პრინციპს ეფუძნება და ეროვნული ინტერესების გვერდზე გადადება ხდება. ამის შესახებ საკმარისი ინფორმაცია მაქვს. ამიტომ, გაითვალისწინეთ ეს საკითხი,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა.


მისივე თქმით, აზერბაიჯანს ისეთი დიპლომატები სჭირდება, რომლებიც არიან პროფესიონალები, „აქვთ ეროვნული სულისკვეთება და შეუძლიათ ქვეყნის დაცვა“.




კომენტარები:

ფართი შოპი