თამარ გაბუნია: საბავშვო ბაღებში მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს

17 Jul 2020 13:25

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საბავშვო ბაღების გახსნისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები იმოქმედებს.


„საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ საბავშვო ბაღებიც მოიაზრება. როდესაც სწავლა დაიწყება, ბაღებთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები არის იგივე, ზოგადი, რაც ყველა შემთხვევაში გვაქვს.

რა თქმა უნდა, საბავშვო ბაღებში ონლაინ მექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს, იქ სადაც ბაღი იქნება განთავსებული. ამდენად, აქაც არის ის მექანიზმები, რაზეც ვიცით, რომ ვმუშაობთ – ინფექციის კონტროლის ზოგადი წესები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი