მარინა ეზუგბაია: კორონავიუსის ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

17 Jul 2020 14:33

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, .საქართველოში ბოლოს 24 საათში დადასტურებული „კოვიდ-19“-ის ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.


„დაემატა ოთხი ახალი შემთხვევა და სულ გახლავთ 1010 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული არის მხოლოდ ორი და ეს ციფრი მთლიანობაში 885-ს შეადგენს. კოვიდცენტრებში მკურნალობს 148 პაციენტი. ამ ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა გახლავთ შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო დანარჩენი გახლავთ საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევები. ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი სამხედრო მოსამსახურეებიდან კიდევ 10 პირი ჩამოიყვანეს საქართველოში, მათ იქ დაუდასტურდათ „კოვიდ-19“ და ამ ეტაპზე, მოთავსებული არიან გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა თითქმის დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.


ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, ჯამში საქართველოში კორონავირუსის 41 დადასტურებული შემოტანილი შემთხვევაა.


„148 პაციენტიდან, რომლებიც კოვიდცენტრებში მკურნალობენ, ჯამურად 38 გახლავთ გორის ჰოსპიტალში მოთავსებული, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი ინფიციფირებული სამხედრო პირები. ჯამში, შემოტანილი დადასტურებული შემთხვევა 41-ს შეადგენს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი