"21 საუკუნეა და ყველაფერს ეშველება ყოფილა ტყუილი" - ნანუკა ჟორჟლიანი დედის გარდაცვალებაზე კომენტარს აკეთებს

17 Jul 2020 15:01

აუცილებლად გაიკეთეთ ძირეული გამოკვლევა წელიწადში ერთხელ. მესმის რომ ამის საშუალება ყველას არ აქვს მაგრამ, წელიწადში ერთხელ ონკო კვლევის ფულს ბევრი დაზოგავთ."- ამის შესახებ ნანუკა ჟორჟლიანი "ფეისბუქზე" წერს.


"ისარგებლეთ სკრინინგის უფასო პროგრამით. 21 საუკუნეა და ყველაფერს ეშველება ყოფილა ტყუილი. შეიძლება ყველაფერი გააკეთო, წარმოუდგენლად რომ გეჩვენება ის პროცედურებიც მოასწრო მაგრამ, ვერაფერი უშველო დაგვიანებულ დიაგნოზს. არ აქვს მნიშვნელობა საუკუნეს და არაფერს ამ ქვეყანაზე. და ხშირ შემთხვევაში ეს ვერაგი დაავადება მიდის საერთოდ უსიმპტომოდ. მეოთხე სტადიაში აღმოვაჩინეთ დაჯის ფილტვის სიმსივნე.


დედას, უზუსტესი დიაგნოზი დაუსვეს მედიქლაბში. (თურქეთშიც ზუსტად იგივე გვითხრეს) მისი ონკოლოგი იყო ალეკო თავართქილაძე, რომელიც მართლა დიდი იმედია ამ ქვეყნისთვის. ასევე, მადლობა მაღალი კვალიფიკაციის და მაღალი მორალური სტანდარტების ონკოლოგს, ნია შარიქაძეს. დაჯის, საკუთარი დედასავით უვლიდნენ გულიკო ჩაფიძის კლინიკაში. უღრმესი მადლობა მთელ კლინიკას და განსაკუთრებული გულიკო ჩაფიძეს, რომელიც ყოველ დღე ნახულობდა დედას და არწმუნებდა რომ ომს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ) დედა მოიგებდა.


მე , კიდევ მჯერა რომ ადამიანები არსად არ მიდიან. ამხელა ენერგია არსად ქრება. ამიტომაც ჩემს ენერგიებს დაემატა ახალი, დაჯის ენერგია"- წერს ჟორჟოლიანი. 



კომენტარები:

ფართი შოპი