ამ ბათუმელ ბიჭს ზღვასავით ღრმა და მზიან ცასავით ცისფერი თვალები აქვს....მამის სახელი ჰქვია… მამის, რომელიც არასდროს უნახავს

15 Sep 2017 18:35

თეა პერტაია, შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:


_ამ ბათუმელ ბიჭს ზღვასავით ღრმა და მზიან ცასავით ცისფერი თვალები აქვს... ზოგჯერ ისეთი მძიმე მზერით ამოგხედავს, გგონია, დიდი კაცი გიყურებსო...მამის სახელი ჰქვია… მამის, რომელიც არასდროს უნახავს... ის პოლიციელი იყო და შვილის დაბადებამდე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.


დღეს ზუკას ცხოვრებაში უმნიშველოვანესი ეტაპი დაიწყო - ის სკოლაში პირველად წავიდა. სამწუხაროდ, მის გვერდზე არ იყო მამა, მაგრამ არ იყო მარტო - მასთან ერთად იყო მისი ოჯახი, პოლიცია. ზუკა სკოლაში პირველად გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა. ისინი ერთმანეთით ძალიან ამაყნი იყვნენ, ყველაზე მეტად კი იმით, რომ... პოლიციელი გმირია! ზუკამ იცის, რომ მისი მამა გმირია...



კომენტარები:

ფართი შოპი