6 წლის ბიჭი, რომელმაც და გერმანული ნაგაზისგან დაიცვა

17 Jul 2020 15:37

აშშ-ში, უაიომინგის შტატში, ექვსი წლის ბიჭმა, ბრიჯერ უოკერმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია მას შემდეგ, რაც თავის დას გადაეფარა, რომელსაც გერმანული ნაგაზი დაესხა თავს.


ბიჭის ოჯახის წევრის თქმით, 9 ივლისს სეირნობისას ბრიჯერმა დაინახა, რომ გერმანული ნაგაზი მის 4 წლის დაზე თავდასხმას აპირებდა. იგი დას გადაეფარა, თუმცა ძაღლმა ბიჭს არაერთხელ უკბინა. ოპერაციის შედეგად მას 90 ნაკერი დაადეს.


ოჯახის წევრი ბიჭის სიტყვებს ციტირებს, რომელმაც განმარტა, თუ რატომ გადაეფარა დას. 


„თუ ვინმე უნდა მომკვდარიყო ამ დროს, ვიფიქრე, რომ ეს მე უნდა ვყოფილიყავი“, - განაცხადა ბრიჯერ უოკერმა.



კომენტარები:

ფართი შოპი