კახა კალაძე: ყველა პროექტის განხორციელების დროს პრიორიტეტი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითად მოსიარულეს ენიჭება

17 Jul 2020 15:40

თბილისის მერისკახა კალაძის განცხადებით, ყველა პროექტის განხორციელების დროს პრიორიტეტი ენიჭება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითად მოსიარულეს, ველობილიკების, სკუტერებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.


„დღეს კიდევ ერთხელ წარვუდგინეთ საზოგადოებას ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, ხედვები, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი, რა უნდა გაკეთდეს და რა არის დაგეგმილი დედაქალაქში ტრანსპორტის მიმართულებით.

ყველა პროექტის განხორციელების დროს, ეს იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თუ ხაზების დაგეგმვა, პრიორიტეტი ენიჭება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითად მოსიარულეს, ველობილიკების, სკუტერებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება, როგორც გასულ წელს. ორი წლის წინ, როცა დავიწყეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ყველგან ვცდილობდით, მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა აღნიშნული მითითებები“, – განაცხადა თბილისის მერმა.




კომენტარები:

ფართი შოპი