კოვიდინფიცირებული აბიტურიენტისთვის საგამოცდო ცენტრი სამედიცინო დაწესებულებაში მოეწყო

17 Jul 2020 16:00

კოვიდინფიცირებული აბიტურიენტისთვის საგამოცდო ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებაში მოეწყო, სადაც ის მკურნალობს.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციით გადაწყდა, რომ ინფიცირებულ აბიტურიენტს უნდა მიეცეს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა.


რაც შეეხება იმ ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც 7 ივლისს მასთან ერთად აბარებდნენ გამოცდას და ამჟამად კარანტინში არიან, ისინი საკარანტინო ზონებიდან საგამოცდო ცენტრში დაიშვებიან.



კომენტარები:

ფართი შოპი