"მეხანძრე-მაშველისთვის სოლიდური საპრემიო თანხის აკუმულირებაც მოხდა და შესაბამისი პროცედურების განხორციელებაც დაიწყო"

15 Sep 2017 18:55

თეა პერტაია, შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:



ნუ ვიქნებით პაპზე მეტად კათოლიკეები.


მეხანძრე-მაშველების კეთილდღეობა და მათ შორის, მატერიალური წახალისება, პირველ რიგში, შსს-ს ინტერესია. ვიდრე მავანნი „გულშემატკივართა პოზიციიდან“ კამპანიას ააგორებდნენ, უკვე არსებობდა პოლიტიკური ნება, გაცხადდა კიდეც ამის თაობაზე, ასობით მეხანძრე-მაშველისთვის სოლიდური საპრემიო თანხის აკუმულირებაც მოხდა და შესაბამისი პროცედურების განხორციელებაც დაიწყო, მათ შორის, თანხების ეტაპობრივად დარიცხვა. 


საერთოდ, მაპატიეთ, მაგრამ ეს „გულისტკივილი“, რომელიც ძალიან ჰგავს ყალბს, ახლა სრულიად ზედმეტია. განსხვავებით მრავალწლიანი წარსულისგან, მეხანძრე-მაშველი და მისი პროფესია დღეს ისე დაფასებულია, როგორც არასდროს. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა სულ უფრო ხშირად გამოთქვამს სურვილს, შეუერთდეს ამ გმირი, მამაცი ბიჭების რიგებს. 


შარშან პირველად, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს მეხანძრეებსა და მაშველებს წელთა ნამსახურობისა და წოდებების მიხედვით დანამატები დაუწესდათ, მათი სოციალური დაცვისა და საპენსიო გარანტიები კი პოლიციელებისას გაუთანაბრდა. 


რა თქმა უნდა, ის, რაც გაკეთდა, მათი შრომის დაფასებისთვის ჯერ კიდევ არაა საკმარისი. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი - კეთდება და გაკეთდება კიდევ უფრო მეტი!


კომენტარები:

ფართი შოპი