გრიგოლ ვაშაძე: მე არსად მივდივარ

17 Jul 2020 16:55

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია არ იშლება და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შეუერთდებიან. 


"მე ვიცი, ეს ჭორები, რომელიც ცირკულირებს პრესაში და პოლიტიკასთან ახლო წრეებში, თითქოს ხან მე მივდივარ თავმჯდომარის პოსტიდან, ხან გაერთიანებული ოპოზიცია იშლება, ხან კვლევების მიხედვით "ნაციონალურ მოძრაობას" და მის მოკავშირეებს არავითარი შანსები აქვთ არჩევნებზე. პირველი - მე არსად არ მივდივარ, არ იშლება გაერთიანებული ოპოზიცია და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შემოემატებიან ძალიან მალე და მესამე, ასეთი შედეგი გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც გვექნება 2020 წელს, დიდი ხანია არ უჩვენებია"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი