მარინა ეზუგბაია: დისტანცირება და კლასებში პირადი ჰიგიენის დაცვა იქნება საშუალება, რომ დაავადება არ გავრცელდეს

17 Jul 2020 17:14

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შერეული მეთოდით სწავლება, მაგალითად დღეგამოშვებით გაყოფილი კლასები და მეორე ნახევრის ონლაინრეჟიმში სწავლება, არის საშუალება, რომლითაც სკოლებმა შესაძლოა, ფუნქცია დაიბრუნონ.


„დისტანცირება და კლასებში პირადი ჰიგიენის დაცვა იქნება საშუალება, რომ არ მოხდეს დაავადების გავრცელება. იმის თქმა, რომ ჩვენთან შემთხვევები არ იქნება რა თქმა უნდა, არასერიოზული განცხადება იქნება, რადგან ჩვენ გარშემო ქვეყნები რა დღეში არიან, კარგად ვხედავთ. ჩვენთან არსებული სიტუაცია რომ შევინარჩუნოთ, უნდა დავიცვათ რეგულაციები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი