ირმა ნიორაძე: გიორგი შაქარაშვილის საქმე მთელი ქვეყნის ტრაგედიაა

17 Jul 2020 18:28

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში კომპანია „ასკანელი ძმების“ სახელმაც გაიჟღერა, რადგან ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მორაგბე ნიკა ჟვანია რაგბის კლუბ „ასკანელების“ მწვრთნელი გახლდათ. „მთავარ არხზე“ გაჟღერებული კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად, ნიკა ჟვანიას ნათლია არის „ძმები ასკანელების“ ერთ-ერთი მფლობელი გოჩა ჩხაიძე. იგი ქართველი პრიმაბალერინას ირმა ნიორაძის მეუღლეა, რომელსაც გავრცელებულმა ინფორმაციამ გული ძალიან ატკინა.


ირმა ნიორაძეს დაგეგმილი ჰქონდა საკუთარი საქმიანობა მონაკოში დაესრულებინა და კარიერა საქართველოში გაეგრძელებინა, თუმცა მისი ოჯახის მიმართ გავრცელებულმა მძიმე ბრალდებებმა გადაწყვეტილება შეაცვლევინა და ის ისევ მონაკოში ბრუნდება.


"გიორგი შაქარაშვილის საქმე მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. რა დამართეს ამ ბავშვს?! რით ვერ გამოიძიეს?!

ამ ფონზე ვთვლი, რომ ჩემი თემა არ არის აქტუალური. ირმა ნიორაძე არ არის ახლა განსახილველი თემა.

შეუძლიათ მესროლონ, სახეში გამილაწუნონ, დამაბულინგონ, თუნდაც მომკლან, ოღონდ ამ ბავშვის საქმე გამოიძიონ", - განაცხადა ნიორაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი