კახეთის რეგიონში, სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ

17 Jul 2020 19:19

15 ივლისს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა  კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებში შესულია 1041 შეტყობინება. დაზიანებული ფართობი, დაახლოებით, 1,215 ჰექტარს შეადგენს. სადაზღვევო შეტყობინებების 60% თელავის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო  დანარჩენი - ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებიდან დაფიქსირდა.  სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობის ზარალის დათვლის პროცესი, რაც უმოკლეს ვადაში დასრულდება. 


2020 წლის ივლისის თვის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 15,422-ს შეადგენს, დაზღვეულია 15,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 140 მლნ ლარს აღემატება.



კომენტარები:

ფართი შოპი