საქართველოს პრეზიდენტი ელჩებს: მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ უდიდესი ყურადღება

17 Jul 2020 19:21

,,მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად აჰყავთ მძევლები, გრძელდება ბორდერიზაცია და  გამშვები პუნქტების დაუსრულებლად გახსნა - დაკეტვა, რაც უკიდურესად მწვავე ჰუმანიტარულ მდგომარეობას უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ადმინისტრაციულ ზოლზე მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან და დიპლომატებთან ერთად, გამართულ დისკუსიაზე, რომელიც პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილებას შეეხებოდა.


,,პანდემიის მიუხედავად, ადმინისტრაციულ ხაზზე განახლებული დაძაბულობა მიანიშნებს იმას,  რომ დეესკალაციისა და კონფლიქტის გადაჭრის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდება არ იქნა გათვალისწინებული.

მაწუხებს, რომ ქვეყნის მიერ კოვიდის სამაგალითო მართვა, მისი აღსანიშნავი დემოკრატიული პროგრესი, მისი სტაბილურობა რეგიონში - შესაძლოა, ყველას არ მოსწონდეს და მე ძალისხმევას არ დავიშურებ და ზედამხედველობას გავუწევ, რომ ამ მიღწევებს არ შეექმნათ საფრხეები არც ქვეყნის შიგნიდან და არც ქვეყნის გარედან.

როგორც ქვეყნის სტაბილურობის გარანტი, ჩემს პირად პასუხისმგებლობად მივიჩნევ ნებისმიერი მსგავსი მცდელობის პრევენციას. მე აუცილებლად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე და საჭიროების შემთხვევაში მოგმართავთ თქვენ.

თქვენც მოგიწოდებთ, რომ გამოიჩინოთ უდიდესი ყურადღება იმ ნებისმიერი მცდელობის მიმართ, რომელიც საქართველოსა და მის ძირითად პარტნიორებს შორის უნდობლობისა და გაუგებრობის შექმნას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.



კომენტარები:

ფართი შოპი