ნიკოლ ფაშინიანი: სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია

17 Jul 2020 19:38

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანმა, რომლიც მინსკში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხდომას ესწრება, განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირებისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია.


„კონფლიქტის ძალისმიერი გადაჭრა არ არსებობს და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია, რაც ჩვენი რეგიონის ხალხების ინტერესებს შეესაბამება. 

აზერბაიჯანი იგნორს უკეთებს პანდემიის პირობებში, შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტისკენ მრავალრიცხოვან მოწოდებებს, მათ შორის ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს უმაღლესი წევრების 14 აპრილის ერთობლივ განცხადებაში ასახულ მოწოდებებს და გაერო-ს გენერალური მდივნის 23 მარტის განცხადებას.

სომხეთის შეიარაღებული ძალებს არ შეეძლოთ, რეაგირების გარეშე დაეტოვებინათ აზერბაიჯანის ეს პროვოკაციული ქმედებები. სამწუხაროდ, პროვოკაციები დღესაც გრძელდება, რაც ხელს უწყობს დაძაბულობის შენარჩუნებას და არაპროგნოზირებად ვითარებას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.



კომენტარები:

ფართი შოპი