ლევან კობერიძე: უხერხულია, როცა პრეზიდენტის ყველა განცხადებას განმარტებების სქოლიო მოსდევს თან

17 Jul 2020 19:46

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი, ლევან კობერიძე მედიის მისამართით პრეზიდენტის ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მედიას კონკრეტული პირის სათქმელი საზოგადოებამდე ძირითადად, სწორად მიაქვს.


"მე რაც მოვისმინე და წავიკითხე, საკმაოდ გაურკვეველი პოზიცია იყო და ნეგატიურად შევაფასე. თუ მას სხვა რამის თქმა უნდოდა, იქნებ მაშინ განგვიმარტოს და საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან უხერხულია, როცა პრეზიდენტს ყველა მისი გამონათქვამის შემდეგ თანმდევი სქოლიო მოსდევს განმარტებების. თუმცა, კი ბატონო, თუ სხვა რამ თქვა, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, იქნებ გაგვიმარტოს რისი თქმა უნდოდა და ჩვენც შესაბამისად შევაფასებთ. თუ სწორად ამბობ რისი თქმაც გინდა, მედიას ძირითადში მიაქვს ის სათქმელი, როგორც ითქმევა ხოლმე," - განაცხადა ლევან კობერიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი