პაატა იმნაძე: ჩვენი რუსი კოლეგებიც იკვლევენ ღამურებს, იქნებ, ისინი იძლევიან ხუთი ათას დოლარს

17 Jul 2020 20:04

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, სატირელი რომ არ იყოს, ძალიან სასაცილო იქნებოდა ნამდვილად, რადგან ღამურების კვლევა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე „კოვიდის“ ისტორიამაც დაადასტურა.


,,ღამურებს იკვლევს ყველა მთელს მსოფლიოში, ვისაც შეუძლია, რომ ღამურების კვლევები აწარმოოს. აბსურდია. ისეთს იტყვიან ხოლმე, რომ სერიოზულად პასუხის გაცემა მიჭირს ხოლმე ამაზე.

სხვათა შორის, ჩვენი რუსი კოლეგებიც იკვლევენ ღამურებს. იქნებ, ისინი იძლევიან ხუთი ათას დოლარს. ჩვენ ნამდვილად არ ვიძლევით ხუთი ათას დოლარს, რადგან ჩვენ ღამურებს რომ ვიკვლევთ, ბუნებაში ვაბრუნებთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.


ე.წ. სამხარეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს მოქალაქე სოფლებში, არცევსა და ღრომში იმისთვის გადავიდა, რომ ღამურები დაეჭირა და თითოეული 5000 დოლარად გაეყიდა“.



კომენტარები:

ფართი შოპი