ამირან გამყრელიძე: ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არც ერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს

17 Jul 2020 20:08

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი მათ ტერიტორიაზე ღამურების შესაგროვებლად გადავიდა.


,,ლუგარის ცენტრში არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ღამურებზე მუშაობს და ამაში დასამალი არაფერია. ღამურები მთელი რიგი მიმართულებებით არიან ძალიან საინტერესო კვლევებისთვის. ჩვენ, საქართველოში, ღამურებში ვეძებდით, ხომ არ იყო ცოფის ან ზოგიერთი სხვა დაავადების გადამტანი. ღამურები არ აღმოჩნდნენ ცოფის გადამტანები. ახალ კორონავირუსებსაც ვეძებდით, მაგრამ არც ისინი აღმოჩნდა. მანამდე ოთხი სხვა კორონავირუსი, რომლის დიაგნოზსაც ჩვენ ვსვამდით, იყო. რასაც ახლა მედიასაშუალებები ავრცელებენ, რაღაც მოგონილი და თითიდან გამოწოვილია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ადამიანს ათქმევინეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ღიმილისმომგვრელია, იმდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი, ამაზე კომენტარიც არ შეიძლება გაკეთდეს. ადამიანი თურმე წავიდა, რათა იქ ღამურა დაეჭირა და მერე ლუგარის ცენტრისთვის მიეყიდა, ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არც ერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი