ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ პრეზიდენტის ციტატების კონტექსტიდან დამახინჯებით ამოგლეჯვა მიზანმიმართულად ხდება, რის შემდეგაც ამაზე იწყება სიძულვილის ენით გამოხატვა.
„თუ სიძულვილის ენის შეფასებას არ მოვახდენთ, მაშინ ეს ავტომატურად ამ პროცესების წახალისებას ნიშნავს, რაც დაუშვებელი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, თანაბარი მიდგომა გვქონდეს ყოველ ჯერზე, განსაკუთრებით, როცა ბულინგსა და სიძულვილის ენაზე ვსაურობთ.
მესმის, რომ თანამდებობის პირებს მეტი თმენის ვალდებულება გაგვაჩნია და რაც უფრო მაღალია ჩვენი პოზიცია, მით უფრო მეტად შეიძლება ვიყოთ, როგორც თავდასხმის ადრესატები და ასევე მოთმინების ვალდებულებაც უფრო მეტად უნდა გვქონდეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ბულინგისა და სიძულვილის ენაზე უნდა ვიყოთ მკაცრები და ყოველ ჯერზე ადეკვატური პასუხი უნდა გვქონდეს", - განაცხადა რატი იონათამიშვიმა.