კელი დეგნანი: რუსეთისთვის რთულია, ჰყავდეს ისეთი მეზობელი, რომლის ისტორიაც წარმატებულია

17 Jul 2020 20:17

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, რუსეთისთვის რთულია, ჰყავდეს ისეთი მეზობელი, რომლის ისტორიაც წარმატებულია.


„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან მრავალი სხვადასხვა მიმართულებით 30 წელზე მეტია, თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში, რაც ვნახეთ არის ის, რომ საზოგადოების ცნობიერება რუსეთის დესტაბილიზაციური როლის შესახებ იზრდება. რუსეთისთვის რთულია, ჰყავდეს ისეთი მეზობელი, რომლის ისტორიაც წარმატებულია. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზის იმისა, რატომ ვხედავთ ასეთ მცდელობებს, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

იმ დროის განმავლობაში, რაც მე აქ ვიმყოფები, ძალიან კონსტრუქციულად ვმუშაობთ ამ მთავრობასთან, ისევე, როგორც წინა მთავრობებთან. პროგრესი არის ნათელი, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს – ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული განვითარება, ეს ნამდვილად არის წარმატება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.



კომენტარები:

ფართი შოპი