საქართველოში ავსტრიის ელჩის არად ბენკოს განცხადებით, სამყაროში ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროკავშირი და NATO, რომელთაც საკუთარი პოლიტიკა დაფუძნებული აქვთ ფაქტებზე.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ყურადღება გაამახვილოს განათლებაზე, რადგან განათლებული ადამიანი ყალბი ამბების მახეში არ გაებმება, რომლითაც თქვენი ჩრდილოელი მეზობელი ხშირად თამაშობს. ვსაუბრობ ზოგადად, მე არც ისე ცოტა რამ ვიცი მომხდარის შესახებ. ზოგადად, გარშემო ბევრი ყალბი ამბავია. ეს ხშირად გამიზნულად კეთდება, რათა გააღიზიანონ ხალხი, რათა მათ ვეღარ შეძლონ ამ ყალბი ამბების უკან არსებული რეალობის დანახვა“, – განაცხადა ელჩმა.