კელი დეგნანი: აშშ გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

17 Jul 2020 20:54

საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხაურა, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის საელჩო მომხდარის არსში გარკვევის გარეშე იცავენ ქართველ აღსაზრდელებს და ადანაშაულებენ მოსკოვსა და ცხინვალს.


კელი დეგნანის განცხადებით, ირონიულია, როდესაც რუსეთი აკრიტიკებს საქართველოს ინციდენტების პრევენციის მექანიზმთან დაკავშირებით, სწორედ რუსეთი იყო მთავარი დაბრკოლება ამ მექანიზმის გააქტიურებაში.


„ამერიკის შეეერთებული შტატები გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, ვილაპარაკებთ სიმართლეს, გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საკუთარი მოქალაქეების დაცვაში.

ვფიქრობ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ ეპასუხა ამ ინციდენტისთვის სწრაფად და მშვიდობიანად, რათა დაეცვა საკუთარი მოქალაქეები, რისი უფლებაც მას აქვს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.



კომენტარები:

ფართი შოპი