საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ცალსახაა და საკამათო არ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის ძალადობის წინააღმდეგი, ისევე, როგორც ხელისუფლების ყველა შტო.
მისი განცხადებით, რამდენიმე მედიასაშუალების მიერ პრეზიდენტის განცხადება იყო კონტექსტიდან ამოღებული.
„რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტის კომენტარი იყო კონტექსტიდან ამოღებული და ისე განხილული ზოგიერთ მედიასაშუალებაში. ცალსახაა და არ არის საკამათო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის ძალადობის წინააღმდეგი, ისევე, როგორც ხელისუფლების ყველა შტო.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში შევამციროთ ძალადობა, შევამციროთ ძალადობა არასრულწოვნებს შორის და ამისთვის არაერთი რეფორმა გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. კიდევ არის ნაბიჯები გადასადგმელი და როდესაც საშემოდგომო სესიაზე დავბრუნდებით, პარლამენტი ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.