მარკ ცუკერბერგი: ჩვენი მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლაში ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა

17 Jul 2020 21:55

Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლაში ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.


„ამ ეტაპზე ნათელია, რომ აშშ-ში ტრაექტორია მნიშვნელოვნად უარესია, ვიდრე უამრავ სხვა ქვეყანაში, და რომ ჩვენი მთავრობა და ეს ადმინისტრაცია ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა ამ საკითხის მოგვარებაში“, - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.


მარკ ცუკერბერგმა განსაკუთრებით გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის დისკრედიტაციისთვის.


„ახლა, როდესაც ივლისია, ვფიქრობ, რომ ეპიდემიის აფეთქების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს სათანადო ტესტირება, რომ ჩვენი საუკეთესო მეცნიერების სანდოობას ძირს უთხრიან, და რომ ბოლო დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა პირბადის ტარების აუცილებლობა“, - აცხადებს მარკ ცუკენბერგი.


ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კოვიდინფიცირების 3 570 000 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 138 000 ადამიანი, 1 679 633-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.



კომენტარები:

ფართი შოპი