მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 14 მილიონს გადააჭარბა

17 Jul 2020 22:00

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებუთა ჯამურმა რაოდენობამ 14 მილიონს გადააჭარბა და 14 003 699 შეადგინა.


ბოლო მონაცემებით, აღრიცხულია კოვიდინფექციით გარდაცვალების 593 899 შემთხვევა, 8 322 505 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.


გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ (141 168 ადამიანი), მეორეზე - ბრაზილია (76 846 ადამიანი), მესამეზე - დიდი ბრიტანეთი (45 119 ადამიანი), მეოთხეზე - მექსიკა (37 574 ადამიანი), მეხუთე ადგილზე კი იტალიაა (35 017 ადამიანი).



კომენტარები:

ფართი შოპი