დონალდ ტრამპი არ აპირებს, ამერიკელებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახადოს

18 Jul 2020 12:20

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აპირებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამერიკელებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახადოს.


მისი თქმით, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ „გარკვეული თავისუფლება“. 


„მსურს, ადამიანებს გარკვეული თავისუფლება ჰქონდეთ, მათგან პირბადეების ტარებას არ მოვითხოვ.

თავიდან ყველა გვეუბნებოდა, არ ატაროთ პირბადეებიო, შემდეგ უცებ - პირბადე ყველამ უნდა ატაროსო. პირბადე კარგია, მაგრამ არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ თუკი პირბადეს ყველა ატარებს, ყველაფერი გაქრება,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


ტრამპის ამ კომენტარს წინ უძღვოდა ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, ექიმ ენტონი ფაუჩის განცხადება, რომელმაც ადგილობრივ ლიდერებს მოუწოდა, რაც შეიძლება მეტად მომთხოვნები იყვნენ, რომ მოქალაქეებმა პირბადეები ატარონ.



კომენტარები:

ფართი შოპი