ანი გაბეჩავა რომლის წვეულებაზე დაწყებულ კონფლიქტს 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა, ,,ტვ პირველთან" საუბრისას დუმილს არღვევს.
გაბეჩავას განცხადებით, მეგობრებმა მომხდართან დაკავშირებით ,,ალბათ გულგრილობა გამოიჩინეს".
"არ მინდა იმის თქმა, რომ მე არაფერ შუაში ვარ, რადგან შეიძლება ერთ ზარს შეეცვალა ბევრი რამე -112-ში რომ დამერეკა ან ეგეთი... გულგრუილობაც იყო ჩვენი მხრიდან", - ამბობს გაბეჩავა ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ექსკლკუზიურ ინტერვიუში.
მისი თქმით, მომხდარი დაპირისპირებისას ,,გიორგი აშველებდა მათ და საბურთალოელების მხარეს იდგა".
,,მე მადანაშაულებენ ყველაფერში, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო... ვერ წარმოვიდგენდი, რომ იქ მყოფ რომელიმეს მსგავსი რამე გაეკეთებინა. არც ერთ მათგანს ხელს არ დავაფარებ და არ დავიცავ", - აცხადებს გაბეჩავა.