ბათუმში, გვირაბის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანა ამოტრიალდა და დაიწვა

18 Jul 2020 12:41

ბათუმში, გვირაბის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანა ამოტრიალდა და დაიწვა. გზაზე შეფერხებული იყო მოძრაობა.


მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ევექსის საავადმყოფოში გადაიყვანა.


ადგილზე სახანძრო,სამაშველო და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



კომენტარები:

ფართი შოპი