თინა მოსიაშვილი, ჟურნალისტი:
_მერიავ, მიხედე პეკინის ქუჩას! ეს ტროტუარების გაფართოება რაღა უბედურებაა?
კარგი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ დადიხართ, მაგრამ მერიისა თუ საკუთარი მანქანებით ხომ გადაადგილდებით?
ცალმხრივი მოძრაობა, კარგია, ბატონო, მაგრამ ეს ბულაჩაური და მოკლე ქუჩები რომ იჭედება? ლამის 10 წუთი ვიდექით წეღან. ალტერნატიული ქუჩების გამტარუნარიანობა ვინმემ შეისწავლა? თან, მოგეხსენებათ, ქუჩის ორივე მხარეს ორ რიგად ჩამწკრივებულია მანქანებიც.
მესამე მასივიდან საათ-ნახევარი დამჭირდა „დელისამდე". ბედნიერი ვიყავი, რომ არ დავაგვიანე (პირველ ლექციაა და ასე წვალებით მოსულს ჯერ ალაგ-ალაგ თუ მაკითხავენ სტუდენტები ლექციაზე).
კი, ძალიან კარგად ვიცი, მთელი საქართველო თბილისისკენ ისწრაფვის და ამ ქალაქში თანდათან სულ უფრო რთულდება გადაადგილება, სანამ რეგიონული განვითარების პოლიტიკა არ გვექნება, ამ საკითხსაც არ ეშველება, მაგრამ რაც კეთდება, ის მაინც გააკეთეთ გონივრულად, შემდეგმა ხელისუფლებამ ტროტუარი უნდა დაავიწროვოს?