კოვიდინფიცირებული აიშვარია რაი და მისი ოჯახი მუმბაის საავადმყოფოში გადაიყვანეს

18 Jul 2020 14:01

,,BBC"-ის ცნობით, ცნობილი ინდოელი მსახიობი, 46 წლის აიშვარია რაი, რომელსაც ერთი კვირის წინ ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, მუმბაის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან მისი ოჯახის წევრებიც: 8 წლის ქალიშვილი აარადია და მეუღლე, აბიშეკ ბაჩანიც. საავადმყოფოში გადაიყვანეს მსახიობის მამამთილი, ბოლივუდის ვარსკვლავი, ამიტაბჰ ბაჩანიც, რომელსაც, ასევე, ვირუსი დაუდგინდა.


ამ დრომდე, ისინი სახლში, თვითიზოლაციაში იყვნენ.


ბოლო მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსი 1 040 746 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 26 291 ვირუსს ემსხვერპლა.



კომენტარები:

ფართი შოპი