ოკუპირებული ცხინვალი გატაცებული ზაზა გახელაძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

18 Jul 2020 14:32

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამხედრო პროკურორის ტიგრან კაბულოვის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძემ 11 ივლისს ე.წ. მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა.


„გახელაძემ უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი და თან ჰქონდა თოფი. მესაზღვრეებმა ის შენიშნეს და შეჩერება უბრძანეს, გახელაძემ კი მიმალვა სცადა. მან ასევე გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი და ერთ-ერთი მესაზღვრის მიმართულებით სულ მცირე ხუთჯერ გაისროლა. ამის შემდეგ მესაზღვრეებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და საქართველოს მოქალაქე ფეხში დაჭრეს. ზაზა გახელაძე დაკავებულია და კარანტინში იმყოფება. მის წინააღმდეგ საქმე სამხედროს სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა“, - განაცხადა ე.წ. სამხედრო პროკურორმა.


ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. 



კომენტარები:

ფართი შოპი