ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმეთა გამოკითხვამიმდინარეობს. ამ დროისთვის გამოკითხვაზე იმყოფებიან გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, წვეულების ორგანიზატორი ანა გაბეჩავა და ერთ-ერთი არასრულწლოვანი, მათ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ანა გაბეჩავას ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ უწყებაში შესვლამდე განაცხადა, რომ ისინი გამოძიებას ახალ ინფორმაციას ვერ მიაწვდიან, ვინაიდან მათ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციაზე უკვე ისაუბრეს.
,,გამოძიებიდან გამომდინარე დაბარებული ვართ დამატებით გამოკითხვაზე, თუ რა კითხვები ექნებათ, რომ შევალთ გავიგებთ. გამოძიებას ახალი ინფორმაციას ვერ მივაწვდით, თუმცა რა კითხვები აქვთ ჩვენთვის უცნობია", - განაცხადა ლიკა ბითაძემ.