ფრენსის კოლინსი: 2-3 თვეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური სამკურნალო საშუალება გვექნება

18 Jul 2020 14:56

შშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) დირექტორი ფრენსის კოლინსი იმედს გამოთქვამს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური სამკურნალო საშუალება 2-3 თვეში იქნება მზად. 


„მკურნალობის მხრივ საკმაოდ სერიოზული პროგრესია. გვაქვს ორი გამოცდილი მედიკამენტი - რემდესივირი და დექსამეტაზონი. ორივემ გაიარა მკაცრი ცდები, რაც აუცილებელია ეფექტური პრეპარატის დასადგენად. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ 2-3 თვეში ეფექტური სამკურნალო საშუალება გვექნება.

ვაქცინის პირველი ცდები, რომლებიც ეფუძნება ძალიან წარმატებულ წინასწარ მონაცემებს, დაიწყება დაახლოებით 27 ივლისს. კვლევებში 30 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. თუ რომელიმე ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდება, წლის ბოლომდე მისი ათობით მილიონი დოზა იქნება მზად“, - აღნიშნა კოლინსმა.



კომენტარები:

ფართი შოპი