"ქართველთა მარში" დაქირავებულ სპექტაკლს დაემსგავსა!" - დიმიტრი ბიძინაშვილი

19 Sep 2017 15:24

დიმიტრი ბიძინაშვილი, ასტროლოგი: 


_ ქართული მარშიო. მეც მომწონდა ეს იდეა, მარა მერე რაღაც სახე იცვალა. და რაღაც დაქირავებულ სპექტაკლს დაემსგავსა. თუ მიწებზე შემტკივა გული მაშინ ვიქნები იქ სადაც მიწას საფრთხე ემუქრება და არა აღმაშენებლის რესტორნებთან მარტო. ეგ გამზირი რეალურად პრობლემაა მაგრამ როცა თურქეთს აძლევს მიწას 10 ჰექტარს, როცა სადაო საკთხები მეზობელი სახელმწიფოს სასარგებლოდ წყდება და ქართული მხარე აძლევს არპის მონასტერს ტბას და ტყის მასივს , როცა სომხები თვითნებურად წევენ მიწებს სოფლებში შემოდიან და სოფლებს საძოვრებს აღარ უტოვებენ, მრჩება ესეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი დადგმული სცენარია, მიწები კი გაყიდული. არპის მიდამოების გადარჩენა შეიძლებოდა. მე მრავალჯერ დაუწერე კომენტარებში და არამარტო მე . მარა რაც რეალურად პრობლემა იყო და საჩქარო მოქმედებებს მოითხოვდა იქ თითიც არ გაანძრიეს, სიტყვაც არა თქვეს. 


მეტი რა ვიფიქრო. ? მეც ქართველი ვარ და რეალურად შემტკივა გული თვითოეულ გოჯ მიწაზე. ჩვენ ვითომ ესეთი მორწმუნენი და რეგიური ერი ვართ , რაღაცნაირად რელიგიური და ელემენტალური დავით გარეჯი ვერ დავიცავით , ჩაიფარცხა ეს ისტორია, შერჩათ. 


იმათ ეყოთ ნაგლობა, რომ გადმოეწიათ საზღვრები , ჩვენ კი რა ? დიდ ქაოსში და ნისლში ვართ. გვათამაშებენ როგორც უნდათ. 


ნაწილი მეორე


ვარ სოციალურად დაუცველი ღარიბი ცოლშვილიანი ოჯახი და მყავს 5 შვილი. მაქვს მიწა და ვიღაც უცხოელი მაძლევს კარგ ფულს, იმ ფულს ,რომელიც ესე სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, რომ თავი გავიტანო. 


რა უნდა ქნას ამ კაცმა?


გაყიდოს მიწა და გადაირჩინოს თავი თუ დაელოდოს ქართველ მყიდველის ,როელიც არც ჩანს და შეიძლება არც გამოჩნდეს და მანამდე ამოძვრეთ პირიდან სული. ვინ ან რომელი იტყვის ამ კაცზე მოღალატეაო?! 


საქართველოში მიდის ბრძოლა გადაჩენისათვის და ეს საკითხები სხვაგანაა მოსაგვარებელი და სხვა ფორმებით. სანამ მარშს დაიწყებთ საქართველოს ეკონომიკაა დასაქოქი, სოციალური მდგომარეობაა ამოსაქაჩი, ხალხია ფეხზე დასაყენებელი, და ნორმალური ხალხზე მზრუნველი მთავრობაა დასანიშნი. 


ის სახელმწიფო, რომელიც ცდილობს ტურიზმით აყვავდეს ის სახელმწიფო არაა, ის არიც ბარდაგი და ქვიშაზე აშენებული სახლის, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს და გაპარტახდეს. 


ამიტომ მესამე ძალაა მოსასვლელი ახალი ალტერნატივა, ის ვინც ცარიელი ფურცლიდან დაიწყებს სახელმწიფოს მშენებლობას და მოიპოვებს დამოუკიდებლობას და განთავისუფლდება ამერიკის და რუსეთის ტერორის - მონობისაგან !




კომენტარები:

ფართი შოპი