გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე: სამწუხაროდ, საკითხის პოლიტიზება ხდება

18 Jul 2020 16:42

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სამწუხაროდ, ხდება აღნიშნული საკითხის პოლიტიზება.


„ამ საკითხზე საუბრის ამოწურვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად დიდი ტრაგედია. ეს არ არის ცალკე აღებული, კონკრეტული ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. სამართალდამცავ სისტემას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ უმოკლეს ვადაში ეს ყველაფერი იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს პირველ რიგში ოჯახს და რა თქმა უნდა, საზოგადოებას. ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა და მერწმუნეთ, რომ ამ სისტემას ეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ არანაირი სივრცე საკითხის პოლიტიზებისთვის. სამართალდამცავმა სისტემამ და გამოძიებამ ეს სივრცე არ უნდა დატოვოს. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, სამწუხაროდ, ხდება ამ საკითხის პოლიტიზება. ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედია და ჩვენ, მოქალაქეებმა, ჩვენი ზრუნვა ოჯახზე პირველ რიგში უნდა გამოვხატოთ იმით, რომ ცოტა უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების მორალურ მდგომარეობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი