საფრანგეთში წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი იწვის

18 Jul 2020 16:51

დასავლეთ საფრანგეთში, ქალაქ ნანტში წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი იწვის. 


ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 6 სახანძრო ტექნიკა და 60-მდე მეხანძრე მონაწილეობს.


ცეცხლის გაჩენის მიზეზი დადგენილი არაა.


ნანტის საკათედრო ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარია საფრანგეთში და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს სიმაღლეში მხოლოდ 6 მეტრით ჩამოუვარდება. ტაძრის მშენებლობა მე-15 საუკუნეში დაიწყო და 400 წელზე მეტხანს გაგრძელდა. ხანძარი ტაძარს 1972 წელსაც გაუჩნდა, მაშინ მის აღდგენასა და რეკონსტრუქციას 3 წელი დასჭირდა.




კომენტარები:

ფართი შოპი