გიორგი გახარია: არჩევნებსა და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას

18 Jul 2020 16:59

საქარტველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში ვიზიტისას, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩევნების ღირსეულად ჩატარება ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს. 


,,ამ ქვეყანაში, გამოხატვის თავისუფლება არასოდეს არავის არ შეუზღუდავს. არჩევნების ღირსეულად ჩატარება, არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი პარტიის, ან საზოგადოების რაღაც ნაწილის მიზანი. ეს ყველას მიზანი უნდა იყოს. რადგან, არჩევნებით რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ შეაფასებენ, არამედ ამით ქვეყნის შეფასება მოხდება. როდესაც თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა გვაქვს, ქვეყანას შეუძლია დემოკრატიის თვალსაზრისით შემდეგი ნაბიჯი გადადგას. ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ყველას ერთობლივი შედეგი უნდა იყოს. არჩევნებს და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის არანაირი მნისვნელობა არ აქვს საარჩევნო სიის რომელი ნომერი იქნება. 


"მესმის რომ გარკვეული ინტერესი და ინტრიგა არის, მაგრამ უნდა დაველოდოთ მაჟორიტარების ზუსტ სიას. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სიის ნომრით რომელი ვიქნები. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია,"- აცხადებს გიორგი გახარია 



კომენტარები:

ფართი შოპი