გიორგი გახარია: ზაზა გახელაძის საქმეზე სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი არის ამოქმედებული

18 Jul 2020 17:11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძის საკითხს გამოეხმაურა. პრემიერის განცხადებით, ეს ის საკითხია, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.


„ეს ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით მოვეკიდოთ, რომ ხელი არ შევუშალოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქე ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი სახლში დაბრუნება, ამიტომ დღეის მდგომარეობით, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებობს, პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის ამოქმედებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმმა 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ის ფეხის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოში იმყოფება.



კომენტარები:

ფართი შოპი