დავით ჭიჭინაძე: ამ თემის ასე მოყრუება და მიჩუმათება არ შეიძლება!

18 Jul 2020 17:58

,,ადამიანებს, ვინც დღეს სამაშველო სამსახურში არიან, პრაქტიკულად ყველას 11 წელი მოპარეს!", - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს.


,,მეხანძრეებს, მაშველებს, ზოგადად მსგავსი პროფესიის ადამიანებს, 55 წლის შემდეგ სამსახურში დარჩენის უფლება არ აქვთ.

შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ამ ასაკში რჩებიან უმუშევარი და შემოსავლის გარეშე (!!!) 

65 წლამდე მთელი11 წელი უწვთ ლოდინი, რომ პენსია აიღონ.

ოღონდ პენსიაც ჩვეულებრივი და არა ძალოვნის, არა ის რაც გამოიმუშავეს.

ამ თემის ასე მოყრუება და მიჩუმათება არ შეიძლება.

აუცილებლად უნდა მოიძებნოს გამოსავალი, რომ ამ ადამიანებს ეს წართმეული 11 წელი დავუბრუნოთ.

ამისთვის, პირველ რიგში,  უნდა მოხდეს მაშველების აღრიცხვა და იმის სრულად  კომპენსირება,  რაც აქამდე სახელმწიფოს მათთვის არ გადაუხდია.

მოკლედ, შეეშვას ხელისუფლება რაღაც მითიურ დახმარებებზე საუბარს და  ადამიანებს რაც ეკუთვნით ჯერ ის მისცენ", - წერს ჭიჭინაძე.



კომენტარები:

ფართი შოპი