ჰასან როუჰანი: კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 25 მილიონი ირანელი

18 Jul 2020 18:28

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 25 მილიონი ირანელი, ხოლო კიდევ 35 მილიონს უახლოეს თვეებში ინფიცირების საფრთხე ემუქრება. 


„თუ დღეს ჩვენ დავეყრდნობით ამ ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩვენს ქვეყანაში 25 მილიონი ადამიანი უკვე დაინფიცირდა და სავარაუდოდ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი, დაახლოებით 30-35 მილიონ ადამიანი მომავალ თვეებში დაინფიცირდება. ამავე ანგარიშის პროგნოზით, უახლოეს თვეებში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა იქნება ორჯერ მეტი იმაზე, ვიდრე ბოლო 150 დღის განმავლობაში ვიხილეთ“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ.


ოფიციალური სტატისტიკით, ირანში რეგისტრირებულია კორონავირუსის 270 ათასამდე შემთხვევა, გარდაცვლილია 13 790-ზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 232 873 პაციენტი.



კომენტარები:

ფართი შოპი