იბრაჰიმ კალინი: აია სოფიას მეჩეთი ღია იქნება აბსოლუტურად ყველასთვის

18 Jul 2020 18:48

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაჰიმ კალინის განცხადებით, „აია-სოფიას მეჩეთი“ ყველასთვის გაიხსნება და მისი ისტორიული მოზაიკები ხელუხლებელი დარჩება.


„აია-სოფიას მეჩეთი ყველასთვის გაიხსნება და მისი ისტორიული მოზაიკები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, იმ სახით შენარჩუნდება, როგორიც უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში იყო.

მეჩეთი ღია იქნება აბსოლუტურად ყველასთვის - მორწმუნეებისთვის, არამორწმუნეებისთვის, მუსულმანებისთვის, ქრისტიანებისთვის, ბუდისტებისთვის. ყველა მოვიწვიეთ, მათ შორის რომის პაპიც,“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.



კომენტარები:

ფართი შოპი