საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ოპოზიციის ნაწილის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.
„ბუტა რობაქიძის შემთხვევა იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ტრაგიკული შემთხვევა, სიმართლე და სამართალი ბოლომდე უნდა აღდგეს და გაირკვეს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ფაქტებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, აუცილებლად ბოლომდე უნდა იყოს დაკითხული და სასამართლო პროცესში ჩართული.
აქ განსაკუთრებულ პოლიტიკურ ნიშნებს ნამდვილად ვერ ვხედავთ, რადგან საზოგადოებამ ვიცით და ველით ბუტა რობაქიძის საქმეზე სამართლის აღდგენას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.