ანრი ოხანაშვილი: საარჩევნო სიაში იქნებიან ახალი სახეები, რომელთაც საზოგადოებაში კარგი რეიტინგი აქვთ

18 Jul 2020 20:13

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მომდევნო კვირას, „ქართული ოცნება“ დაასახელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.


„ძალიან მალე გაიგებს ჩვენი საზოგადოება თითოეულ იმ გვარს, ვინც შეეცდება, რომ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოს. ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, რომლებიც არიან გამოცდილები, კვალიფიციურები, საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობენ, იქნებიან ახალი სახეები, ვისაც საზოგადოებაში აქვს კარგი რეიტინგი, პოზიტიური განწყობა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ადამიანები გაამდიდრებენ ჩვენს გუნდს", - აცხადებს ოხანაშვილი.



კომენტარები:

ფართი შოპი