ნანტის პროკურორი წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიას არ გამორიცხავს

18 Jul 2020 20:45

საფრანგეთის ქალაქ ნანტის პროკურორი პიერ სენი წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიას არ გამორიცხავს. 


,,შესაძლოა ხანძრის გაჩენა რადიოსადგურ France Bleu-სთან იყოს დაკავშირებული", - აცხადებს პიერ სენი.


ნანტის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ ხანძარი სრულიად ჩააქრეს და ტაძარს ჩამონგრევის საფრთხე არ ემუქრება. 


ცეცხლმა ტაძრის ორღანი მთლიანად გაანადგურა. ასევე ჩამსხვრეულია შენობის წინა მხარეს მდებარე ვიტრაჟები.


შეგახსენებთ, საფრანგეთის ქალაქ ნანტში, წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში ცეცხლი გაჩნდა, რომლის ჩაქრობასაც რამდენიმე საათის განმავლობაში 100-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა. საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1434 წელს დაიწყო და მის საბოლოოდ დასრულებას 457 წელი დასჭირდა.


კომენტარები:

ფართი შოპი