როგორ ვუყუროთ Facebook-ზე ვიდეოს ინტერნეტის გარეშე

19 Sep 2017 16:26

FACEBOOK-ი სწრაფი ვიდეოების ფუნქციას ტესტავს. კომპანიამ სწრაფი და ინტერაქციული სტატიები უკვე დიდი ხანია ჩაუშვა. ასეთი სტატიები დაკლიკვის შემდეგ 10-ჯერ უფრო სწრაფად იხსნება, ვიდრე ჩვეულებრივი, ვებგვერდიდან გაზიარებული ბმულები. სწრაფი ვიდეოებიც სწორედ ამ ლოგიკით იმუშავებს. Instant video-ების ტესტირება ანდროიდებზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს.


FACEBOOK-ის კვლევების მიხედვით, მომხმარებლები სწრაფ სტატიებს უფრო დიდი რაოდენობით კითხულობენ და მისი შუაში მიტოვების ალბათობაც უფრო ნაკლებია. შესაბამისად, სწრაფი ვიდეოების ფუნქცია გაზრდის სოციალურ ქსელში ვიდეოს მნახველთა რაოდენობასაც.


სწრაფი ვიდეოების ფუნქცია ძალიან მარტივად იმუშავებს. როდესაც ჩვენი ტელეფონი ვაიფაის დაუკავშირდება, სოციალური ქსელი ავტომატურად შეინახავს რამდენიმე ვიდეოს და მისი ნახვა მობილური ინტერნეტის გახარჯვის გარეშეც შეგვეძლება.


სწრაფი ვიდეობის ფუნქციის დამატებით კმაყოფილია, როგორც მომხმარებელი, ისე რეკლამის დამკვეთი. მას პოტენციურ დამკვეთთან წვდომა ინტერნეტის გარეშეც ექნება. 


წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი


კომენტარები:

ფართი შოპი