საგარეო საქმეთა სამინისტრო: ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რათა ზაზა გახელაძე დროულად გათავისუფლდეს

18 Jul 2020 22:35

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარი ნარჩემაშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული უკანონოდ დაკავებული, დაჭრილი საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის წინააღმდეგ ე.წ. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და მისთვის ე.წ. ბრალის წაყენება წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.


მისი თქმით, ქართული მხარე განაგრძობს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან და ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რათა მოხდეს საქართველოს მოქალაქის დროული გათავისუფლება.


„როგორც ცნობილია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთ წყაროს. ასევე მუშაობენ, რათა რაც შეიძლება ახლო მომავალში ან უმოკლეს დროში მოხერხდეს ინციდენტების პრევენციისა და მექანიზმების ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოხდება ყველა იმ მოქმედ ინციდენტზე საუბარი და ამ ინციდენტების განხილვა, რასაც ადგილი ჰქონდა საოკუპაციო ხაზთან“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.


ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმმა 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ის ფეხის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოში იმყოფება.



კომენტარები:

ფართი შოპი