ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების თქმით, ცოტა ხნის წინ ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, ქალს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.