საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

19 Jul 2020 13:39

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1028-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.


რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 899-ს შეადგენს.


უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5627 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 228.



კომენტარები:

ფართი შოპი